2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.
ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ინვესტორთა მიმართ სავალო ვალდებულებების მომსახურებამ, რამაც 33 მილიონი დოლარი შეადგინა, ინვესტიციების შემომავალი ნაკადები კი 150 მილიონი დოლარი იყო რეინვესტიციების სახით და 62 მილიონი დოლარი კომპანიების მფლობელთა მხრიდან სააქციო კაპიტალის შევსებით. შესაბამისად, მთლიანობაში საინვესტიციო ნაკადებმა 179 მილიონი დოლარი შეადგინა.
უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს ჩეხეთი, 43 მილიონი დოლარით, მეორე პოზიციაზეა აშშ 39.6 მილიონით, მესამეზე კი თურქეთი 28.1 მილიონი დოლარით.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მოხვდა სამი ისეთი ქვეყანაც, რომელიც ოფშორული ოპერაციებისთვის გამოიყენება. ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 25.4 მილიონი დოლარით, მარშალის კუნძულები 24 მილიონი დოლარით და მალტა 12 მილიონი დოლარით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…